აშშ-ს ოფიციალური პირების თქმით, რუსეთმა ჩინეთს სამხედრო და ეკონომიკური დახმარება სთხოვა - NYT

გამოქვეყნდა:

რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობა და ომში მხარდაჭერა სთხოვა. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The New York Times შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ასევე, გამოცემის წყაროს ინფორმაციით, აშშ-სა და ევროკავშირისგან დაწესებული სანქციების გამო, რუსეთმა ჩინეთს ეკონომიკური დახმარებაც სთხოვა.

აშშ-ის ოფიციალურ პირებს არ უთქვამთ, კონკრეტულად რომელ სამხედრო აღჭურვილობას ითხოვს რუსეთი ჩინეთისგან. მათ ასევე არ უსაუბრიათ რუსეთის მოთხოვნაზე ჩინეთის პოზიციასთან დაკავშირებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი