პუტინის ომს უკრაინაში 90 ბავშვი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი დაშავდა | უკრაინის პროკურატურა

გამოქვეყნდა:

კრემლის  შეიარაღებული აგრესიის შედეგად, 14 მარტის დილის მდგომარეობით, უკრაინაში დაიღუპა 90  ბავშვი და თითქმის 100-ზე მეტი დაშავდა -  ამის შესახებ  ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა Facebook-ზე ავრცელებს. 

პროკურატურის ინფორმაციით, დაღუპულთა უმეტესობა კიევის, ხარკოვის, დონეცკის, ჩერნიგოვის, სუმის, ხერსონის, მიკოლაივის და ჟიტომირის ოლქებში ცხოვრობდა.

დაბომბვისა და თავდასხმების შედეგად დაზიანდა 379 სასწავლო დაწესებულება, აქედან 59 მთლიანად განადგურდა.  ყველაზე მეტი ნგრევა დონეცკის ოლქში, სადაც დაზიანდა 119 საგანმანათლებლო დაწესებულება, მიკოლაევის ოლქში 30, სუმის ოლქში  28, კიევის ოლქში 35, ხერსონი 21,  ხოლო დედაქალაქში  24. 

უწყებაში ამბობენ, რომ რომ ეს მონაცემები საბოლოო არ არის ვინაიდან, ვერ ხერხდება იმ ადგილების დათვალიერება, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალები აწარმოებენ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს.


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი