
კარგი იქნებოდა "ოდნავ ზევით" მყოფი პრეზიდენტის ნაცვლად, გვეხილა თვითკრიტიკული ლიდერი, რომელიც ელემენტარულს ასხვავებს - ხელისუფლების და ოპოზიციის პასუხისმგებლობას შორის ტოლობის ნიშანს არავინ არასდროს სვამს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა პრეზიდენტ ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას ეხმაურება.
პრეზიდენტმა დღეს საკანონმდებლო ორგანოში მმართველი გუნდი და ოპოზიცია გააკრიტიკა. უგულავა კი პოსტში იმ საკითხებზე წერს, რომელთან დაკავშირებითაც, "პრეზიდენტი სცოდავს".
"კარგი იქნებოდა "ოდნავ ზევით" მყოფი პრეზიდენტის ნაცვლად, გვეხილა თვითკრიტიკული ლიდერი, რომელიც ელემეტარულს ანსხვავებს - ხელისუფლების და ოპოზიციის პასუხისმგებლობას შორის ტოლობის ნიშანს არავინ არასდროს სვამს:
პრეზიდენტი ზურაბიშვილი სცოდავს, როცა საერთაშორისო პრესაში იმეორებს, რომ უკრაინაში ინტერვენციის დროს პუტინს არგუმენტები არ აქვს და 2008-ში ჰქონდა;
პრეზიდენტი სცოდავს, როცა როყიო სიტყვებს ისვრის ერთობაზე და 600 000 მოქალაქის ლიდერი, პრეზიდენტი სააკაშვილი, ციხეშია და არაფერს აკეთებს;
პრეზიდენტი სცოდავს, როცა რუსული ანდაზის ,,Не выносят сор из избы" მიხედვით მოგვიწოდებს ვაშინგტონში და ბრუსელში არ ვილაპარაკოთ კოლაბორაციონისტ მთავრობაზე;
პრეზიდენტი სცოდავს, როცა ბოდიშს არ იხდის თავის ძველ განცხადებებზე, რომელიც პუტინს მოყავდა არგუმენტებად თავის პრესკომფერენციებზე და რუსული მხარე დღემდე ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ იყენებს" - წერს უგულავა.
ამავე თემაზე: