უმრავლესობა ყველას, ვინც არ ეთანხმება, ომის პარტიად ნათლავს. ოპოზიცია, პრორუსულად აცხადებს - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს ოპოზიციაც და ხელისუფლებაც სცოდავს ქვეყნის წინაშე. ამ თემაზე მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა და თქვა, რომ უმრავლესობა თანხმობის ძიების ნაცვლად ყველას, ვინც მას არ ეთანხმება მოღალატედ ან "ომის პარტიად" ნათლავს. ოპოზიციაზე კი მან აღნიშნა, რომ  ხელისუფლების ნებისმიერ განცხადებას, თუ გადაწყვეტილებას უაპელაციოდ პრორუსულად აცხადებს.

"დღეს კი, ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე! 
უმრავლესობა, თანხმობის ძიების მაგივრად, ყველას, ვინც არ ეთანხმება, ხან მოღალატედ და ხან ომის პარტიად ნათლავს. ოპოზიცია, თანხმობის ძიების მაგივრად, ხელისუფლების ნებისმიერ განცხადებას, თუ გადაწყვეტილებას უაპელაციოდ პრორუსულად აცხადებს. 
ორივე მიდგომა, გარდა იმისა, რომ სრულიად მიუღებელია და საბჭოთა წარსულის მეთოდებს გვაგონებს, ქვეყნისთვის, როგორც შიგნით ასევე გარეთ, დამაზიანებელია, და გარკვეულწილად საფრთხის შემცველი" - ამბობს ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილმა "ქართული ოცნება" უსაფრთხოების საბჭოს არმოწვევის გამოც გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს მანკიერი ფორმები სასწრაფოდ გამოსასწორებელია.

"ხელისუფლება სცოდავს, როცა ამ გარდამტეხ მომენტში, ქვეყნისთვის ისტორიული განაცხადი, ერთობლივი ხელმოწერით გამყარებული კი არ წარადგინა ევროპის წინაშე, როგორც სრული სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის ნიშანი და ეროვნული თანხმობის პირველი ნაბიჯი, არამედ არჩია თავის თავში ჩაკეტვა და ერთპიროვნულად ხელის მოწერა. ხელისუფლება სცოდავს, როცა პარტიას ეძლევა უპირატესობა სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებაში, თუ გასაჯაროებაში. როცა სახელმწიფო უწყებებს შორის მთავარი გადაწყვეტილებები არ განიხილება ერთობლივად და ინფორმაცია არ ზიარდება. ვინმე დაიჯერებს რომ ასეთ მძიმე და საყურადღებო ვითარებაში არც ერთხელ არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო, არც ერთხელ არ ყოფილა ერთობლივად განხილული სამხედრო საფრთხეები უმაღლესი მთავარსარდლის დასწრებით. სასწრაფოდ გამოსასწორებელია ეს მანკიერი ფორმები!"- თქვა ზურაბიშვილმა. 

ცნობისთვის, მანამდე პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ არ აპირებდა უშიშროების საბჭოს მოწვევას და კიევში ჩასვლას, რადგან ცა ჩაკეტილია. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი