
მამუკა მდინარაძემ მოგვიანებით პარლამენტის ტრიბუნიდან განმარტა ის პრეტენზია, რომელიც სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის დასაწყისში ჰქონდა, როდესაც პრეზიდენტი რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა:
„გარკვეული საყვედურნარევი ტონი მქონდა პროცედურასთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, რომ გაუფრთხილებლად შემოიყვანეთ პატივცემული წარმომადგენელი სხდომათა დარბაზში, გაუფრთხილებლად მიწერეთ წერილი საქართველოს პარლამენტს და ეს ჩემი აზრით, ინსტიტუტის უპატივცემულობაა. ზოგიერთი მედიის წარმომადგენლებმა ეს სიტყვა „გაუფრთხილებლობა“ გამოტოვეს და თქვეს, თითქოს ჩვენ პრეტენზია გამოვთქვით იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ შემობრძანდით უკრაინის წარმომადგენელთან ერთად საქართველოს პარლამენტში. ამას აკეთებენ ახლა, როცა ერთობისკენ მოგვიწოდებთ; ამას კადრულობენ ახლაც, როცა ჩვენ ვისმენთ სიტყვებს ამ დარბაზში: „უკრაინის ტრაგედიის ხარჯზე ჩნდება ახალი შანსი“. ამ სიტყვებს ვისმენთ ჩვენი კოლეგებისგან და თუ ამას არ იკადრებენ, ჩვენ არავისთან საჩხუბარი არ გვაქვს." თქვა მდინარაძემ.
ამავე თემაზე: