
"საგარეჯო არ იყიდება რუბლზე", " საგარეჯო რუსული ძალების გარეშე"- საპროტესტო აქცია მიმდინარეობს საგარეჯოს ალტ ინფოს ოფისთან.
ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებიან. აქციის მონაწილეები საგარეჯოში ოფისის დახურვას ითხოვენ და აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ მუნიციპალიტეტში რუსული პროპაგანდის მატარებელი ორგანიზაციის არსებობას. ბრალდებას არ პასუხობენ ორგანიზაციის წარმომადგენლები. ოფისი რაიონში 1 კვირის წინ ოფიციალურად დაფუძნდა.

ავტორი: ია გულიაშვილი
ამავე თემაზე: