მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფანი აამოქმედეს - მოსახლეობა ქალაქს ტოვებს

გამოქვეყნდა:

ოკუპანტებმა მარიუპოლის მცხოვრებლებს ქალაქიდან ევაკუაციის ნება დართეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერის მრჩეველ, პეტრო ანდრიუშჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი ცნობით, ათობით ავტომობილმა უკვე გაიარა ბერდიანსკი და მოძრაობს ზაპოროჟიეს მიმართულებით.

მან ასევე აღნიშნა, რომ მარიუპოლის ყველა მცხოვრებს შეუძლია, ზაპოროჟიეში პირველადი დახმარება მიიღოს. ანდრიუშჩენკომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არ შეუძლია ამ დერეფნის მიმართულებით უსაფრთხოების ოფიციალური გარანტიის შექმნა. 

"13:00 საათისთვის ჩვენ გვაქვს დე ფაქტო დადასტურება დუმილის რეჟიმის დე ფაქტო დაცვის შესახებ მარიუპოლის მარშრუტზე კერძო ტრანსპორტის ჰუმანიტარული დერეფნის მიმართულებით. 50-მა კერძო მანქანამ უკვე გაიარა ბერდიანსკი და მოძრაობს ზაპოროჟიეს მიმართულებით. ამ დროისთვის საგუშაგოების გავლა უპრობლემოდ მიმდინარეობს ეს არის ერთადერთი დერეფანი, რომელიც ფაქტობრივად მუშაობს დღეს.",- ამბობს ის. 

 როგორც UNIAN იტყობინება, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მარიუპოლი მთლიანად ბლოკირებული იყო როგორც ევაკუაციისთვის, ასევე ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

ქალაქში უმძიმესი ვითარებაა და ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი