ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცების კიდევ ერთი მიმართვა კრემლის ბელადს. წვევამდელები აღიარებენ, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ისინი უკრაინაში მოტყუებით ჩაიყვანა.
"ჩვენ ბოლომდე გვიმტკიცებდნენ, რომ ეს იქნებოდა სწავლებები რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ მოგვატყუეს. ქალაქ როვნომდე მიგვიყვანეს და დაგვავალეს, რომ გამშვები პუნქტი მოგვეწყო და ავტომობილები შეგვემოწმებინა. გზაში ტექნიკა მუდმივად გვიფუჭდებოდა, ცუდი ხარისხის გამო. ტყვედ, რომ აგვიყვანეს მეგონა ყოველდღე გვცემდნენ და საჭმელს არ მოგვცემდნენ, მაგრამ შევცდი ძალიან კარგად გვექცევიან." ამბობს რუსი სამხედრო
ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცები ამბობენ, რომ რცხვენიათ როგორც საკუთარი ქვეყნის გამო, ასევე თავად პუტინის გამოც. ისინი კრემლს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები.
"მე არც ერთხელ არ გამისვრია, არც ამ ბიჭებს უსვრიათ, ჩვენ უბრალოდ ჩამოგვიყვანეს აქ და სამიზნეებად გვაქციეს. ეს თქვენი ბრალია ბატონო პრეზიდენტო და ეს უნდა დაასრულოთ. მე მრცხვენია ჩემი ქვეყნის გამო და თქვენს გამოც მრცხვენია ბატონო პრეზიდენტო.
დედა, თუ ახლა შენ გეუბნებიან, რომ ყველაფერი რიგზეა არ დაუჯერო, ყველაფერი რუსეთმა ჩაიდინა. რუსეთმა ჩაიდინა ეს დანაშაული და მე ეს არ მინდოდა.
ვიცი, რომ ეს შენ კარგად იცი, მე ახლა კარგად ვარ, მაჭმევენ და კარგად მეპყრობიან და თუ მოვკვდი, ეს იქნება ისევ რუსული ავიაციის დარტყმების გამო".ამბობს რუსი სამხედრო ტყვე პრესკონფერენციაზე.