"როგორც შემოიპარა ტურასავთი, ისე გაიპარა" - ქართველი მებრძოლის ინფორმაციით, კადიროვი ბელარუსში გადავიდა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, ვანო ნადირაძის ინფორმაციით, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა უკრაინა უკვე დატოვა. როგორც ნადირაძე "მთავარი არხის" ეთერში, პირდაპირი ჩართვისას ამბობს, კადიროვი ჩერნობილის გავლით, ბელარუსში გადავიდა და ახლა სავარაუდოდ იქ იმყოფება - "როგორც შემოიპარა ტურასავთი, გაისროლა მუქარები, გაიპარა ტურასავით" ამბობს ნადირაძე.

მისივე ინფორმაციით, პუტინის მარჯვენა ხელი უკრაინაში მხოლოდ 1 დღე იმყოფებოდა და ამის მიზანი პიარი და რუს სამხედროებში "მოტივაციის ამაღლება" იყო, რასაც როგორც ნადირაძე ამბობს, უკვე აღარაფერი ეშველება და პუტინის არმია სრულად დემორალიზებულია.

ვანო ნადირაძის ინფორმაციით, კადიროვი უკრაინაში ჩერნიგოვოსთან, სოფელ ზარეჩიასთან იმყოფებოდა და ხალხით მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე იმალებოდა. მისივე თქმით, სწორედ იმის გამო, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლი იქნებოდა, ტერიტორიის "დამუშავება" ვერ მოხდა.

ვანო ნადირაძე ამბობს, რომ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ამ დრომდე, დიდი ზარალი ნახა როგორც რუსულმა არმიამ ისე კადიროვის დაჯგუფებამ. უკრაინაში ჩასვლისთანავე კადიროველების დიდი ნაწილი უკრაინულმა არიამ გაანადგურა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი