"სალომე ზურაბიშვილის შესაწყალებელი არაფერი მჭირს, ვინაიდან დანაშაული არ ჩამიდენია" | მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილის შესაწყალებელი მე არაფერი მჭირს, ვინაიდან დანაშაული არ ჩამიდენია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გავრცელებულ მიმართვაში საუბრობს. 

"სალომე ზურაბიშვილის შესაწყალებელი მე არაფერი მჭირს, ვინაიდან დანაშაული არ ჩამიდენია...

...ზურაბიშვილს ჩემს შეწყალებაზე განცხადება ქართული საზოგადოების გასაგონად არ გაუკეთებია. ამგვარი ფორმით ის გამოეხმაურა უკრაინული მხარის მოთხოვნას, რომელიც ოფიციალური არხებით მიიღო უკრაინის მეომარი ხელისუფლებისგან. ასე გამოხატა მან პრაქტიკაში უკრაინის სოლიდარობა და თანამშრომლობის მზადყოფნა.

ამ ფონზე სასაცილო და ცინიკურიცაა, ზელენსკის საკუთარ კოლეგას და, მით უმეტეს, მეგობარს ეძახდეს. ზურაბიშვილს ერთხელ უკვე აქვს გაცხადებული, რომ მე გასასამართლებელი ვიყავი "მძინარე ცხინვალის" დაბომბვისთვის. ახლა კი, როცა ჰააგის ტრიბუნალმა ნათლად თქვა, რომ ჩვენ საკუთარ სამშობლოს ვიცავდით და ომის კანონები არ დაგვირღვევია არც მთავარსარდალს, არც გენერალს და არც რიგითს, ზურაბიშვილი საჭიროდაც არ თვლის, რომ თავის ისტორიულ სირცხვილზე არათუ ბოდიში მოიხადოს და საკუთარი სიტყვები უკან წაიღოს, არამედ ჯიუტად იგივეს იმეორებს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი ზურაბიშვილის დღევანდელ საპარლამენტო გამოსვლას ეხმაურება და წერს, რომ "სალომე ზურაბიშვილის ტექსტები ერთიანობაზე, სრული ფიქციაა და მან ბოროტად ისარგებლა საზოგადოების ნდობით".

მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სრულად 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი