400 დაქირავებული სირიელი რუსეთში ჩავიდა - გენშტაბი

გამოქვეყნდა:

პირველი 400 სირიელი დაქირავებული მებრძოლი უკვე ჩავიდა რუსეთში - ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სირიაში დაქირავებულთა გაწვევის ცენტრებიც გაიხსნა. ბანაკები კი მათი სწავლებისა და განსახლებისთვის, უკრაინის საზღვართან, როსტოვის (რუსეთი) და გომელის (ბელარუსი) რეგიონებშია განთავსებული.  

ოკუპანტები აგრძელებენ თავიანთ ტერიტორიაზე რეზერვისტების მობილიზაცია უკრაინის წინააღმდეგ საომრად- აცხადებს უკრაინის გენ. შტაბი.

შეიარაღებული ძალების ცნობით, სირიელი დაქირავებული ჯარისკაცები, მზად არიან  რუსი მეთაურების დანაშაულებრივი ბრძანებები ჯილდოს სანაცვლოდ შეასრულონ.

უკრაინული დაზვრევის ინფორმაციით, ოკუპანტი ქვეყანა დაქირავებულ სირიელებს  ანაზღაურების სახით 300-დან 600 დოლარამდე უხდის. 

[ფოტოარქივი]

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი