რუსები შეეცდებიან ალყაში მოაქციონ დედაქალაქი, შექმნან ბლოკადა, მაგრამ კიევის აღებას ვერ შეძლებენ - გენერალი

გამოქვეყნდა:

რუსები შეეცდებიან ალყაში მოაქციონ დედაქალაქი, შექმნან ბლოკადა, მაგრამ კიევის აღებას ვერ შეძლებენ - აცხადებს კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გენერალი მიკოლა ჟირნოვი.
მისი თქმით, მტერს დედაქალაქისთვის არ ეყოფა ის  მთლიანი ადამიანური რესურსი, რაც უკრაინის ტერიტორიაზე ჰყავს.

მისი თქმით, არსებობს სამხედრო კანონები, რომლებიც მტერმა კარგად იცის. კიევის დასაპყრობად რუსებმა უნდა შექმნან შიდა და გარე რგოლი.  ამჟამად კი მისი თქმით, უკიდურესად რთულია ისეთი ჯგუფის შექმნა, რომელიც კიევში შტურმით შეიჭრება, თუნდაც ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც რუსეთია.

ჟირნოვმა ასევე აღნიშნა, რომ კიევში ძალიან რთულია სროლა, მანევრირება, საბრძოლო მასალის, საკვების და საწვავის მიწოდება. 
 
სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის თქმით, საჰაერო თავდაცვა დედაქალაქში ყოველდღიურად ძლიერდება.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი