ჩინეთმა რუსეთისთვის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა | მედია

გამოქვეყნდა:

ჩინეთმა რუსეთისთვის სამხედრო და ფინანსურ დახმარების სურვილი გამოთქვა. ინფორმაციას რამდენიმე ამერიკული გამოცემა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, აშშ-მ ინფორმაცია უკვე მიაწოდა მოკავშირეებს ევროპასა და აზიაში, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რა სახის დახმარებაზეა საუბარი.

მანამდე, New York Times-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობისა და „სხვა დახმარების“ უზრუნველყოფა სთხოვა უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერად. ინფორმაცია დღეს, ჩინეთმა და რუსეთმა უარყვეს. 

ამას გარდა, დღეს აშშ-სა და ჩინეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი