"აწარმოე საქართველოში" ფარგლებში რუსეთის მოქალაქეების ქართული ბიზნესები სახელმწიფომ 181 ათასი ლარით დააფინანსა - ფლანგვის დეტექტორი

გამოქვეყნდა:

საქართველოში 7 ათასზე მეტი კომპანიაა, რომელთა მეწილეებიც რუსეთის ფედერაციის კომპანიები ან/და მოქალაქეები არიან. ინფორმაციას ამის შესახებ "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.  

ორგანიზაციის ცნობით,  2011-2021 წლებში საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში 410-მა რუსულმა კომპანიამ მიიღო მანაწილეობა და საერთო ჯამში 590 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღეს.

გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეების კუთვნილი კომპანიები საქართველოს სახელმწიფო პროგრამებიდანაც იღებენ დაფინანსებას:

  •  შპს მაგნეტიტი, რომლის ორივე მესაკუთრე აგრეთვე რუსეთის მოქალაქეა, სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 30,904 ლარით დაფინანსდა.
  •  ამავე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შპს ლეო 444, რომლის დამფუძნებელიც რუსეთის მოქალაქეა, 150,137 ლარით დაფინანსდა.
  •  2019-2020 წლებში სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანოებმა ამავე კომპანიასთან 49,363 ლარის ღირებულების ხელშეკრულება უტენდეროდ, გამარტივებული წესით გააფორმეს.

2019 განმავლობაში მხოლოდ სასტუმროების ხელშეწყობის მიმართულებით პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში არსებული 2 კომპანია ჯამში 181,041 დაფინანსდა.

ორგანიზაციაში თვლიან, რომ მმართველი პარია "აწარმოე საქართველოში" პროგრამას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი