სამხედრო სარდლობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, საღამოს 20:00 საათიდან კიევში ორი დღით კომენდანტის საათი ამოქმედდება - ამის შესახებ მოქალაქეებს დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო აფრთხილებს.
კლიჩკო კიეველებს ატყობინებს, რომ კომენდანტის საათი 17 მარტს 07:00 საათზე დასრულდება. იქამდე კი იკრძალება ქალაქში გადაადგილება სპეციალური საშვის გარეშე. დედაქალაქის მერი ამბობს, რომ განგაშის ხმის გაგონების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ გარეთ მხოლოდ თავშესაფარში მისასვლელად გავიდნენ.
„ვთხოვ ყველა კიეველს მოემზადოს იმისთვის, რომ ორი დღე მოუწევს სახლში ყოფნა ან განგაშის შემთხვევაში - თავშესაფარში“, - ამბობს ვიტალი კლიჩკო.