ომის დაწყებიდან უკრაინელებს ათიათასობით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გადაეცათ- ამის შესახებ ინტერვიუში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, დენის მონასტირსკიმ ისაუბრა.
მან შეახსენა მოქალაქეებს, რომ ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელიც ომის დროს, ქვეყნის დაცვისთვის მოსახლეობას ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებას ანიჭებს.
მინისტრის თქმით, უკრაინის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიმართოს პოლიციას, დაამტკიცოს, რომ ნამდვილად უკრაინის დასაცავად მოქმედებს, მუშაობს, ან არის მოხალისე და მიიღოს შესაბამისი იარაღი.
„ჩვენ უკვე გავუშვით ათიათასობით ავტომატი მთელი ქვეყნის მასშტაბით. იარაღი ასევე უნდა გადანაწილდეს ხარკოვის რეგიონში, იმ რეგიონებში, რომლებიც ფრონტის ხაზზე არიან, ასევე დედაქალაქსა და კიევის რეგიონში“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, ბელარუსიდან მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინებით, ამჟამად რივნისა და ვოლინის რაიონებში იარაღს ურიგებენ მოსახლეობას.