პუტინი და შოიგუ უკრაინული ტყის მოჭრას და გაყიდვას გეგმავენ - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული დაზვერვა ავრცელებს.
უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნაჩვენებია რუსეთის თავდაცვის მინისტრის შოიგუს წერილი "ტყის გაჩეხვის შესაძლებლობის შესახებ", რომელსაც პუტინს სწერს, წერილის მიხედვით, ოკუპანტი უკრაინის ტყეების მასობრივ გაჩეხვას გეგმავს.
„დაგეგმილია ნებისმიერი ინტენსივობის და ნებისმიერი ასაკის ხის ჭრა, მიუხედავად საკუთრებისა. ამავდროულად, წერილში ნათქვამია, რომ ხე, რომელიც არ გამოდგება რუსეთის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის, გაიყიდება და შემოსული თანხა მოხმარდება საოკუპაციო არმიას“, - ნათქვამია უკრაინის დაზვერვის განცხადებაში.
უკრაინის დაზვერვაში ამბობენ, რომ დღეს, გამონაკლისის გარეშე, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ყველა ტყე ყველაზე მაღალი რისკის ზონაშია. გამწვანების ტოტალური ჭრა ოკუპანტების მორიგი საშინელი დანაშაული და ეკოციდია- "ბოლოს ეს მოხდა უკრაინაში ნაცისტური ოკუპაციის დროს" - ამბობენ უწყებაში.