რუსეთმა ჯო ბაიდენს სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

რუსეთმა შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესა. მათ შორის არიან, პრეზიდენტი ბაიდენი, მისი შვილი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი და CIA-ს უფროსი უილიამ ბარნსი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მათ რუსეთში შესვლა აეკრძალათ.

რუსეთმა სანქციები დაუწესა კანადის პრემიერმინისტრ, ჯასტინ ტრუდოსაც.

ცნობისთვის, უკრაინაში შეჭრის გამო აშშ-მა რუსეთს სანქციები დაუწესა. პერსონალური ფინანსური სანქციები შეეხოთ  პუტინთან დაახლოებულ პოლიტიკური ელიტასა და მათ ოჯახის წევრებს.

ამას გარდა, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, აშშ-ში რუსული ნავთობის იმპორტი აიკრძალება. აკრძალვა მოიცავს თხევად ბუნებრივ აირსა და ნახშირსაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი