"ბავშვის თვალწინ მოკლა ბავშვის მამა, დედა კი გააუპატიურა" - უკრაინული მედია კიევის ოლქში, მოძალადე ოკუპანტზე წერს

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედია რუსი სამხედრო მეთაურის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც კიევის ოლქში იმყოფება და ძალადობრივ დანაშაულებებშია მხილებული. კერძოდ, ჟურნალისტის ინფორმაციით, მიხაილ რომანოვი თავის დაჯგუფებასთან ერთად,  კიევის ოლქის ბროვარის რაიონში, სოფელ ბოგდანოვკაში ერთ-ერთ ოჯახში შეიჭრა, მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ მოკლა ბავშვის მამა, ხოლო დედა გააუპატიურა. მოგვიანებით ქალმა ბავშვთან ერთად, სოფლიდან გაქცევა შეძლო.
გარდა ამისა, ადგილობრივები ამბობენ, რომ გაქცევის მცდელობისას ოკუპანტები ხალხს ესვრიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი