რუსმა დამპყრობლებმა კიევის მახლობლად მშვიდობიან მოქალაქეს ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს. უკრაინის სტრატკომის ინფორმაციით, დანაშაულის ამსახველი კადრები გერმანელმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს.
ZDF Frontal-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც დრონით არის გადაღებული, ჩანს, რომ შეუიარაღებელი ადამიანი ავტომობილიდან გადმოვიდა და ხელები მაღლა ასწია, თუმცა ამის მიუხედავად, მას ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
"პუტინი საუბრობს უკრაინაში "სპეცოპერაციაზე", რომელიც არ არის მიმართული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, თუმცა კიევიდან დასავლეთით რამდენიმე კლიმოეტრში, უპილოტო საფრენმა აპარატმა დააფიქსირა, როგორ ესროლეს რუსმა ჯარისკაცებმა მშვიდობიან მოქალაქეს", - წერს გერმანული გამოცემა.