ჩავა თუ არა ღარიბაშვილი კიევში - "ოცნების" დეპუტატებს პასუხი არ აქვთ

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატები ვერ პასუხობენ კითხვას, უკრაინის პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ, ჩავა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი კიევში.

საუბარია ვოლოდიმირ ზელენსკის გუშინდელ ვიდეო მიმართვაზე, სადაც მან უკრაინის ყველა მეგობარი ქვეყნის ლიდერს მოუწოდა, დედაქალაქში ჩავიდნენ.

"ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე საქართველო იდგეს იქ, სადაც დგას, ერთი მხრივ, ცივილიზებული სამყარო და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ასევე, ჩვენი პარტნიორების მოწოდებით, არ დავუშვათ სამხედრო ოპერაციებში ჩართულობა", - თქვა მაჭარაშვილმა.

დეპუტატმა აღარ უპასუხა კითხვას, ღარიბაშვილის ჩასვლა და მხარდაჭერის გამოხატვა სამხედრო ოპერაციაში ჩართვას ნიშნავს, თუ არა.

მიხეილ სარჯველაძემ "მთავარი არხის" კითხვას საერთოდ არ უპასუხა, დეპუტატმა მაია ბითაძემ კი თქვა, რომ არ იცის რას იზამს პრემიერი, მაგრამ "უნდა ვატყობდეთ, რომ უკრაინის მეგობარი ქვეყანა ვართ". 

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, გია ვოლსკის აზრით, საქართველომ, "საკმაოდ დაზარალებულმა ქვეყანამ" სერიოზული ნაბიჯები გადადგა - "ის პოლიტიკური ნაბიჯები გააკეთა, რომლესაც ყველა ვერ გაბედავდა ასეთ სიტუაციაში, გამორჩეულია ჩვენი ქვეყანა". 

დეპუტატმა დავით სერგეენკომ გაიხსენა, რომ როდესაც მთავრობის წევრი იყო, 2014 წელს, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან მალევე ჩავიდა. 

"საქართველოსა და უკრინის მეგობრობა არ ექვემდებარება არანაირ განხილვას, არანაირი "თუ", არანაირი "თუმცა" აქ არ შეიძლება იყოს მოაზრებული", - აღნიშნა მან. 

ცნობისთვის, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინაში ჩასვლა "ჩასვლისთვის" არაფრისმომცემია და დაამატა, რომ საჰაერო სივრცე დაკეტილია და არათუ ის, არამედ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში. 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი