უკრაინელებმა ოდესაში 2 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის სამხრეთში რუსი ოკუპანტების ორი თვითმფრინავი ჩამოაგდეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, ორი რუსული "სუ-30"-ით ოდესის რეგიონის ერთ-ერთ სოფელზე თავდასხმას იგეგმებოდა.

ორივე თვითმფრინავი სამხრეთ საჰაერო სარდლობის საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფმა გაანადგურა.

UNIAN-ის ცნობით, ოკუპანტებმა გუშინ, 15 მარტს, ოდესის ოლქის ორ დასახლებას დაარტყეს. ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის სპიკერის, სერხი ბრაჩუკის განცხადებით, მტერი რეგიონში უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღმოჩენას ცდილობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი