...რაც შეეხება ჩასვლა და არ ჩასვლას, დღეს ომია, ელჩი ვერ ჩავიდა უკრაინაში - წაქაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ბეჟან წაქაძე უკრაინის პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ ღარიბაშვილის კიევში ჩასვლაზე ამბობს, რომ დღეს ომია და კიევში ელჩიც ვერ დაბრუნდა.

"საქართველომ აბსოლუტურად ყველა პოზიციაზე რაც იყო საჭირო, ევროკავშირი, ევროსაბჭო, ეუთო, ყველა დისტანციაზე მისცა, გვერდში დაუდგა უკრაინას და ყველაზე დათანხმდა, ის რაც მათ აწყობთ. რაც შეეხება ჩასვლას და არ ჩასვლას, დღეს ომია, თვითონაც, ელჩი ვერ ჩავიდა უკრაინაში", - თქვა ბეჟან წაქაძემ.

"ვინ ჩავიდა, ჩამომითვალეთ" - უთხრა მან "მთავარი არხის" ჟურნალისტს და შემდეგ ჩამოთვლილი ქვეყნების რაოდენობა დაიწუნა. მისი მტკიცებით, უკრაინის მიმართ იმის ფარგლებში, რაც შეგვიძლია, სოლიდარულები ვართ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი