როცა 2008 წელს უცხო ქვეყნის პრეზიდენტები საქართველოში ჩამოვიდნენ, ცეცხლი შეწყვეტილი იყო - ქადაგიშვილი

გამოქვეყნდა:

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როცა თბილისში უცხო ქვეყნის პრეზიდენტები ჩამოვიდნენ, მათ შორის უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, ცეცხლი უკვე შეწყვეტილი იყო.

„კონკრეტულად კიევში რა ვითარება იქნება და იქ ჩასვლა შესაძლებელია თუ არა, ეს ალბათ, ცალკე განხილვის საკითხი იქნება. პირველ რიგში, მე მაინც უსაფრთხოების საკითხს დავაყენებდი, რადგან როცა 2008 წელს უცხო ქვეყნის პრეზიდენტები საქართველოში ჩამოვიდნენ, მაშინ ცეცხლი შეწყვეტილი იყო და უსაფრთხოების ეს ზომები გარანტირებული იყო. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას ადგილი არ აქვს, უბრალოდ, ლოკალურად ხდება ხოლმე სამშვიდობო კორიდორების გახსნა“ განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა მეგობარი ქვეყნების ლიდერებს კიევში ჩასვლისა და უკრაინის მხარდაჭერის ამ ფორმით გამოხატვისკენ მოუწოდა.

იხილეთ ასევე:


 

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი