ხმელნიცკის რაიონში მიკროავტობუსი, რომელსაც დევნილები გადაჰყავდა, ავტოავარიაში მოყვა. დაღუპულია 7 და დაშავებულია 9 ადამიანი. შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ.
ხმელნიცკის ოლქის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს ცნობით, მიკროავტობუსი ავტობუსს შეეჯახა. გარდაცვლილებს შორისაა მიკროავტობუსის მძღოლიც.