კრემლი ამბობს, რომ საპასუხო სანქციების მიუხედავად, პუტინი ღიაა ბაიდენთან სასაუბროდ

გამოქვეყნდა:

კრემლი ამბობს, რომ მიუხედავად სანქციებისა, რუსეთის პრეზიდენტი ღიაა ამერიკის პრეზიდენტთან სასაუბროდ. 

პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ოთხშაბათს ჟურნალისტებთან თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ორ ლიდერს შორის კონტაქტი განახლდეს. ბაიდენსა და პუტინს რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ არ უსაუბრიათ.

"საჭიროების შემთხვევაში, [ბაიდენსა და პუტინს შორის] კონტაქტები შეიძლება განახლდეს. სანქციების დაწესება [აშშ-ის მაღალჩინოსნებზე] არ ნიშნავს კონტაქტების შეწყვეტას", - თქვა პესკოვმა.

ცნობისთვის, დასავლეთის საპასუხოდ გუშინ რუსეთმა აშშ-ს პრეზიდენტს, სახელემწიფო მდივანს და სხვა პირებს სანქციები დაუწესა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი