რუსეთის აგრესიის შედეგად 103 ბავშვი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა - უკრაინის პროკურატურა

გამოქვეყნდა:

16 მარტის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 103 ბავშვი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების ცნობით, დაბომბვის შედეგად ყოველდღიურად სულ მცირე 5 ბავშვი იღუპება. ყველაზე მეტად ბავშვები კიევის, ხარკოვის, დონეცკის, ჩერნიგოვის, სუმის, ხერსონის, მიკოლაევისა და ჟიტომირი ოლქებში დაზარალდნენ.

თავდასხმებისა და დაბომბვის შედეგად დაზიანდა 400-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება, აქედან 59 სრულად განადგურდა. ყველაზე მეტი  - 119 ნგრევა დაფიქსირდა დონეცკის ოლქში, 50 - ხარკოვის ოლქში, 30 - მიკოლაევის ოლქში, 28 - სუმის ოლქში, 35 - კიევის ოლქში, 21 - ხერსონის ოლქში, 24 - დედაქალაქ კიევში. 

დაიბომბა 11 სამედიცინო დაწესებულება და 3 სარეაბილიტაციო ცენტრი, მათ შორის შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი.

უკრაინის პროკურატურა აღნიშნავს, რომ მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან ვერ ხერხდება მონაცემების მიღება იმ ადგილებიდან, რომლებიც დროებით ოკუპირებულია ან აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. 

  უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ მოუწოდა გაეროს ინსტიტუტებს, მიიღონ გადაწყვეტილება უკრაინაში ბავშვთა უფლებების დარღვევის შესაფასებლად მისიის განხორციელების თაობაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი