ხერსონში მშვიდობიანი მოსახლეობის პროტესტს ოკუპანტები ძალადობრივად შლიან. ვრცელდება კადრები, სადაც ისმის სროლის ხმა. გარდა ამისა, რუსმა სამხედროებმა სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს.
ხერსონს ამჟამად ოკუპანტები აკონტროლებენ, თუმცა მოსახლეობა არ ნებდება. თითქმის ყოველდღიურად ტარდება აქციები ქალაქში. მშვიდობიანი მოქალაქეები შეიარაღებულ ოკუპანტებს შიშველი ხალხებით უპირისპირდებიან.