10 დაღუპული - ჩერნიგოვში, ოკუპანტებმა პურის რიგში მდგარი ადამიანები ჩაცხრილეს

გამოქვეყნდა:

რუსეთის საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლები მშვიდობიან უკრაინელებს ქუჩაში ხოცავენ. უმძიმესი კადრები  სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოში ჩანს ოკუპანტების მოკლული ადამიანების ცხედრები. ირკვევა რომ თავდასხმა მშვიდობიან მოქალაქეებზე დღეს ჩერნიგოვში მოხდა. პურის რიგში მდგარ ადამიანებს ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად  10 ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე ადამიანი კი მძიმედ დაიჭრა. დაშავებულები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი