
"სახელმწიფოს მეთაურის ეს რიტორიკა მიუღებელი და მიუტევებელია" - ასე ეხმაურება კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ პუტინისთვის "ომის დამნაშავის" წოდებას. მის ამ განცხადებას გამოცემა TASS ავრცელებს.
"ვთვლით, რომ სახელმწიფოს მეთაურის ეს რიტორიკა მიუღებელი და მიუტევებელია. მისი ბომბებით მთელ მსოფლიოში ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა" - ამბობს პესკოვი.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს "ომის დამნაშავე" უწოდა. აღსაღნიშნავია, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ბაიდენმა პუტინი მსგავსი ტერმინით მოიხსენია.
ამ დრომდე აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ ფრაზის გამოყენებას თავს არიდებდა, მათ შორის მაშინაც, როცა ჟურნალისტები კითხვას პირდაპირ უსვამდნენ. დღეს კი ჟურნალისტებთან საუბრისას ბაიდენმა თქვა: "მე ვფიქრობ, რომ ის ომის დამნაშავეა".