ბაიდენმა პუტინს "ომის დამნაშავე" უწოდა" | აშშ-ის პრეზიდენტმა ტერმინი პირველად გამოიყენა

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს "ომის დამნაშავე" უწოდა. აღსაღნიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბაიდენმა პუტინი მსგავსი ტერმინით მოიხსენია.

ამ დრომდე აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ ფრაზის გამოყენებას თავს არიდებდა, მათ შორის მაშინაც, როცა ჟურნალისტები კითხვას პირდაპირ უსვამდნენ. დღეს კი ჟურნალისტებთან საუბრისას ბაიდენმა თქვა: "მე ვფიქრობ, რომ ის ომის დამნაშავეა"

მოგვიანებით, თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განმარტა, რომ ბაიდენი "ლაპარაკობდა გულიდან და საუბრობდა იმის მიხედვით, რაც ჩვენ ტელევიზიით ვნახეთ".

თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ "სამართლებრივი პროცესი", ომის დანაშაულის ბრალდებების გამოსაძიებლად, "სახელმწიფო დეპარტამენტში გრძელდება".

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი