მელიტოპოლის მერი 9 რუსი წვევამდელის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

ოკუპანტების მიერ გატაცებული მელიტოპოლის მერის, ივან ფიოდოროვის გათავისუფლების სანაცვლოდ, უკრაინამ რუსეთს ტყვედ აყვანილი 9 რუსი წვევამდელი გადასცა.

ისინი 2002-2003 წლებში დაბადებული ჯარისკაცები არიან, რომლებიც რუსეთის მტკიცებით, "ომში არ მონაწილეობენ".

ოკუპანტები ფიოდოროვს მათთან თანამშრომლობას სთხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ.

მელიტოპოლის გათავისუფლებულ მერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა ტელეფონით ესაუბრება.

"მიხარია შენი ხმის გაგონება, ცოცხალი ადამიანის ხმა გაქვს. ჩვენიანებს არ ვტოვებთ. ძალიან მიხარია, რომ უკან დაბრუნდი. ჯერჯერობით ვერ ხერხდება ყველას გათავისუფლება, რუსები ყველას ბლოკავენ", - მიმართა ზელენსკიმ ივან ფიოდოროვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი