უკრაინელი დეპუტატი: მარიუპოლის თეატრის თავშესაფარმა გაუძლო საჰაერო დარტყმას, ხალხი გადარჩა

გამოქვეყნდა:

უკრაინის სახალხო დეპუტატის, სერგეი ტარუტას ინფორმაციით, მარიუპოლის დრამატული თეატრის თავშესაფარმა საჰაერო დარტყმას გაუძლო და ხალხი გადარჩა.

"ომის 22-ე დღის დილით საშინელი გაურკვევლობის ღამის შემდეგ, საბოლოოდ კარგი ამბავი მარიუპოლიდან! თავშესაფარი გადარჩა. დაიწყო ბლოკირების დემონტაჟი, ხალხი ცოცხალი გამოდის!" წერს დეპუტატი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რუსებმა თეატრზე იერიში გუშინ, 16 მარტს მიიტანეს. თავშესაფარში ასობით ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ბავშვები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი