პირველადი მონაცემებით, მარიუპოლის თეატრში, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 1000-ზე მეტი ადამიანი აფარებდა თავს. ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრუიშჩენკო ავრცელებს.
დაღუპულებზე ინფრომაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. როგორც ანდრუიშჩენკო ამბობს, დაბომბვების გამო ადგილზე მისვლა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
მარიუპოლის თეატრი ოკუპანტებმა დღეს, 16 მარტს დაბომბეს, თეატრს მოქალაქეები აფარებდნენ თავს, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც.