საქართველო არის ქვეყანა, სადაც ხელისუფლება განაწილებულია - "ოცნება" დასავლელი პარტნიორების კრიტიკას ეხმაურება

გამოქვეყნდა:

მმართველი პარტია დასავლელი პარტნიორების კრიტიკას ეხმაურება. "ქართული ოცნების" წევრები აცხადებენ, რომ დონალდ ტუსკის, კურტ ვოლკერისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების ბოლოდროინდელი გააქტიურება ლობისტებისგან მიღებული დეზინფორმაციის შედეგია.

ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავთ ლობისტურ საქმიანობას ჩვენი ოპონენტებისას, რომლებიც აზიანებენ ქვეყნის იმიჯს ქვეყნის გარეთ, - ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო პარტნიორები არასწორ ინფორმაციას ფლობენ.

იგრძნობა ინფორმაციის ნაკლებობა და არასწორი ინფორმაციის ანალიზი. საქართველო არის ქვეყანა, სადაც განაწილებულია ხელისუფლება. სასამართლო ხელისუფლებას გააჩნია თავისი უშუალო მიმართულება და მასში რა თქმა უნდა, ვერ ჩაერევა ვერც ერთი სხვა მხარე ხელისუფლებისა, - აღნიშნავს მათიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ "ქართულ ოცნებას", დროულად შეასრულონ 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები.

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი