ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი ფიქრობს, რომ რუსი სამხედრო დამნაშავეების გასასამართლებლად ტრიბუნალი არა ნიურნბერგში ან ჰააგაში, არამედ მარიუპოლში ან ხარკოვში უნდა ჩატარდეს.
ამასთან, რინკევიჩსი მოუწოდებს მოკავშირეებს, უკრაინას მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად რაც შეიძლება მეტი იარაღი მიაწოდონ.
"რუსი სამხედრო დამნაშავეების ტრიბუნალი არ უნდა გაიმართოს ნიურნბერგში ან ჰააგაში, არამედ მარიუპოლში ან ხარკოვში, სადაც დამნაშავეები მკაცრად დაისჯებიან. ამასთან, უკრაინას მეტი იარაღი უნდა მიეწოდოს, ეს არ ეხება რუსეთის პროვოცირებას, ეს ეხება მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენას", - წერს ედგარ რინკევიჩსი Twitter-ზე.