"ბიჭებს გვინდოდა ერთმანეთი დაგვეჭრა, რომ საავადმყოფოში გადავეყვანეთ" - ოკუპანტების მძიმე ყოფა უკრაინაში [ჩანაწერი]

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალები მორიგ სატელეფონო ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც სავარაუდოდ ოკუპანტი სამხედრო დედას ესაუბრება და ეუბნება, რომ 
ომისგან თავის დასაღწევად რუსი სამხედროები ერთმანეთს ესვრიან იმისთვის, რომ შემდეგ საავადმყოფოში მოხვდნენ:

"საიდუმლოს გაგიმხელ, ბიჭებს გვინდოდა, რომ ერთმანეთი დაგვეჭრა რათა ბუდიონოვსკის საავადმყოფოში გადავეყვანეთ...“ - ეუბნება ჯარისკაცი დედას.

ჩანაწერის მიხედვით, სამხედრო ასევე ამბობს, რომ მათი დანაკარგები დიდია და დაჭრილიც ბევრი ჰყავთ- ჩვენს რაზმს ბრძოლის შესაძლებლობა აღარ აქვს. თუ დაგვესმებიან, გაგვანადგურებენ. ტანკიც კი არ გვყავს,...ყველაფერი გაანადგურეს - ისმის ჩანაწერში

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი