ყველაზე კარგი ეპითეტი 13 კონგრესმენის განცხადებაა - ირაკლი ოქრუაშვილი

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძის განცხადებების გამო, ოპოზიცია განმარტებებს ბიძინა ივანიშვილისგან მოითხოვს. ქართული ოცნების მთავარი სპიკერის ბრალდებას კობახიძის "შავ სიაში" მოხვედრილი ნინო ბურჯანაძე, საგანგებო ბრიფინგით პასუხობს.

ნინო ბურჯანაძემ მოუწოდა ივანიშვილს, რომ გამოვიდეს და ღიად განმარტოს, რატომ კეთდება მისი დავალებით ქვეყანაში ასეთი განცხადებები. მისი თქმით, ქართული ოცნება მსგავსი განცხადაბებით, რომ ოპოზიციას დესტაბილიზაციას აბრალებს, ცდილობს საერთაშორისო პარტნიორებისგან მიღებული მნიშვნელოვანი გზავნილები გადაფაროს.

თქვენ გინდათ ამერიკის კონგრესმენების და სენატორების განცხადებები გადაფაროთ. გასაგებია, იმდენად შოკში ხართ იმ მოსალოდნელი შედეგებით, რომელიც ნამდვილად გელოდებათ შემოდგომის არჩევნებზე, რომ უკვე ძალიან დაბნეულები ხართ. განცხადების და განმარტების საქართველოს, დასავლეთის და ალბათ რუსეთის ხელისუფლების წინაშე გაკეთება მოუწევს ბიძინა ივანიშვილს და მე ინტერესით ველი, რა განცხადებებს გააკეთებს ქართული ოცნება, - ამბობს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე. 

ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ მისი მხრიდან უფასო რეკლამისთვის ირაკლი კობახიძის მადლობელია.

თუმცა სამწუხაროა ერთი რამ, ქვეყანა თავზე ექცევათ და ჩვენდამი ესეთი ეპითეტებით შემკობით არიან დაკავებული. წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდება ქვეყანაში. ყველაზე კარგი ეპითეტი არის 13 კონგრესმენის განცხადებაა, - ამბობს "გამარჯვებული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი.

ოქრუაშვილი ამბობს, რომ გასათვალისწინებელია ამერიკისა და დასავლეთის არანორმალური ძალისხმევა, რაც საქართველოს მეგობრებმა მისი პატიმრობიდან დასახსნელად გასწიეს.         

აღსანიშნავია, რომ ახმოვანებს თუ არა ირაკლი კობახიძე პირდად ივანიშვილის მოსაზრებას და იზიარებს თუ არა ამ განცხადებას, ქვეყნის პერმიერმა გიორგი გახარიამ დღეს გაბუნიას მკვლელობის შემკვეთზე საუბარი არ ისურვა. მისი თქმით, გაბუნიას საქმე ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის არავინ უნდა გამოიყენოს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი