კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი ვერ გაითვალისწინებს გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მოთხოვნას, უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე. პესკოვის კომენტარს interfax-ი ავრცელებს.
"არა, ჩვენ არ შეგვიძლია გავითვალისწინოთ ეს გადაწყვეტილება. საერთაშორისო სასამართლოს აქვს ასეთი გაგება, როგორიცაა "მხარეთა თანხმობა". აქ ვერანაირი თანხმობა ვერ იქნება", - ამბობს პესკოვი.
შეგახსენებთ, გუშინ, 16 მარტს, გაეროს საერთაშორისო სასამართლომ რუსეთს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ შეაჩეროს საომარი მოქმედებები უკრაინაში.