"ცენტრალურ მოედანზე უკრაინის დროშას ისევ აღვმართავთ" - ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული მელიტოპოლის მერი

გამოქვეყნდა:

მელიტოპოლის მერი, ივან ფიოდოროვი, რომელიც რუს ოკუპანტებს 6 დღის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდათ, გათავისუფლების შემდეგ პირველ ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

ის მელიტოპოლის მოსახლეობასა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

ფიოდოროვი აღნიშნავს, რომ მელიტოპოლის ცენტრალურ მოედანზე უკრაინის დროშა კვლავ აღიმართება.

"6 დღიანი ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, პირველად მოგმართავთ. პირველ რიგში მადლობა მინდა მოვუხადო ყველა მელიტოპოლელს, რომელიც არ შეშინდა და მედგრად დადგა, აქციებსა და მიტინგებში მონაწილეობდა და ამტკიცებდა იმას, რომ თავისუფალი ადამიანია. ჩვენ უკრაინელები და მელიტოპოლელები ვართ, ჩვენთან მიღებულია, რომ საკუთარ ინტერესებს ბოლომდე ხმამაღლა ვიცავთ, მადლობა თქვენ . მიუხედავად ინფორმაციული ვაკუუმისა ბოლომდე ვგრძნობდი, რომ მხარს მიჭერდით. მადლობა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენკის , მისი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, დარწმუნებული ვართ, ჩვენს გუნდთან ერთად მელიტოპოლის ცენტრალურ მოედანზე, უკრაინის დროშას ისევ აღვმართავთ", - ამბობს ივან ფიოდოროვი.

შეგახსენებთ, რომ მელიტოპოლის მერი რუსმა ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერი 11 მარტს გაიტაცეს, ხოლო გუშინ, 16 მარტს ივან ფიოდოროვი ოკუპანტებმა 9 რუსი წვევამდელის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი