"ჯერ რაც გაგვყავს პერევალზე და სხვა მიმართულებაზე იქ გავაკეთოთ" - გომელაური საქართველო -ჩეჩნეთის გზის მშენებლობას გამორიცხავს

გამოქვეყნდა:

საქართველოს არასდროს განიხილავდა და არც განიხილავს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას - აცხადებს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და გავრცელებულ ინფორმაციას მცდარს უწოდებს - "ჯერ რაც გაგვყავს ეს პერევალზე და სხვა მიმართულებაზე იქ გავაკეთოთ და არასდროს არ ყოფილა საუბარი ჩეჩნეთიდან მომავალ გზაზე, რომ ჩვენ აქედან რაღაცა გაგვეკეთებინა" - ამბობს გომელაური პარლამენტში, დეპუტატების კითხვის პასუხად.

ინფორმაციას ტყუილს უწოდებს ინფრასტრუქტურის სამინისტროც. ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობის თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გავრცელებული ინფორმაციით, პუტინის დავალებით, ჩეჩნეთში რუსეთის უშიშროების საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა თქვა, რომ დღის წესრიგში შეიტანეს ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი