მქონდა კომუნიკაცია ზელენსკის ადმინისტრაციასთან და პრეზიდენტის სურვილია, რომ პარლამენტიდან საქართველოს საზოგადოებას მიმართოს - დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტი ზელენსკი მზად იქნება რომ საქართველოს პარლამენტს, საზოგადოებას მიმართოს პარლამენტიდან - აცხადებს ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარე, ხატა დეკანოიძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა დღის სტუმრის ეთერში ჩართვისას.
დეკანოიძის თქმით, მას ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია და სურვილი მათი მხრიდანაც არის:

"ოპოზიციამაც გააჟღერა ეს იდეა და მე მქონდა მნიშვნელოვანი კომუნიკაცია ზელენსკის ადმინისტრაციასთან და ისინი მზად არიან, რომ პრეზიდენტის სურვილია ნამდვილად რომ პარლამენტიდან საქართველოს საზოგადოებას მიმართოს პრეზიდენტმა ზელენსკიმ" თქვა ხატია დეკანოიძემ "დღის სტუმრის" ეთერში.

ზელენსკის მიმართვის ინიციატივით პარლამენტის სხდომაზე დღეს "ლელო" გამოვიდა. განცხადება სალომე სამადაშვილმა გააკეთა, რასაც "ოცნების" გაღიზიანება და მათი დეპუტატების მხრიდან ხმაური მოჰყვა.

შესაბამისად, უცნობია მიიღებს თუ არა "ოცნების" პარლამენტი გადაწყვეტილებას, რომელიც მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა მიიღეს და პრეზიდენტი ზელენსკი სიტყვით გამოვიდა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის, გერმანიის ბუნდესტაგის, აშშ-ს კონგრესის წინაშე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი