კიევის ოლქში რუსებმა საწყობი დაბომბეს - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

კიევის ოლქში, სვიატოშინსკის რაიონში რუსებმა საწყობი დაბომბეს. არსებული ინფორმაციით, არის მსხვერპლიც. ჯერჯერობით ერთი ადამიანის დაღუპვა დასტურდება. რუსული ჭურვი საწყობს მოხვდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა და განადგურდა საწყობი და რამდენიმე მანქანა.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი 5000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. მაშველები ამბობენ, რომ არსებობს ჭურვის აფეთქების საშიშროება, რის გამოც, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გართულებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი