ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსი ოკუპანტების მხრიდან საავადმყოფოებსა და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებზე თავდასხმის 43 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ჯანმოს ცნობით, სულ მცირე 33 თავდასხმა მოხდა მძიმე შეიარაღებით, მათ შორის ტანკებით, რაკეტებით, ბომბებით და ნაღმტყორცნებით.
"უკრაინის ჯანდაცვის სისტემა ზღვარზეა", - თქვა ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის დირექტორმა, მაიკ რაიანმა.
მან სამედიცინო დაწესებულებებზე თავდასხმებს "იმედის განადგურების მცდელობა" უწოდა.