3 კვირაში, სავარაუდოდ, ომის აქტიური ფაზა დასრულდება - არესტოვიჩი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ უკრაინაში ომის აქტიური ფაზა, სავარაუდოდ, 3 კვირაში დასრულდება.

ის ოკუპანტების დანაშაულებრივ ქმედებებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ რუსი აგრესორები აგრძელებენ მაროდიორობას, აუპატიურებენ ადამიანებს, კლავენ მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებს.

"სამ კვირაში, ომის აქტიური ფაზა, სავარაუდოდ, დასრულდება. ეს მტრის ძალების ეფექტურობის შესუსტებას უკავშირდება. ამასთან, იმ ადგილებში, სადაც მტერი დგას, ოკუპანტები ძალების ოპტიმიზაციას და გამაგრებას შეეცდება, აქედან გამომდინარე, მტერი იმ ადგილებიდან უნდა გავდევნოთ. საყურადღებოა ის ინფორმაციაც, რომ კიევსა და სხვა ქალაქებში, რუსი დივერსანტების გადასხმა იგეგმება. ჩვენმა ბიჭებმა კონტროლი გააძლიერეს, მტერი ამ კუთხითაც ვერ მიაღწევს წარმატებას. მაქსიმალურად უნდა აღვკვეთოთ, მაროდიორობის ფაქტები. კიევის მიმდებარე ქალაქებში, დამპყრობლები, სისტემატურად აუპატიურებენ ადამიანებს და ბავშვებს კლავენ. სამი დღის წინ, ბალაკლეიდან იზიუმის მიმართულებით, სამი მანქანა მოძრაობდა, მანქანაში ბავშვები ისხდნენ, რუსებმა გააჩერეს, გამოჰკითხეს, გაატარეს და ცეცხლი გაუხსნეს", - თქვა ოლექსეი არესტოვიჩმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი