რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკი დაბომბეს - დაიღუპა სულ მცირე 2 ადამიანი, 6 კი დაშავდა

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ კრამატორსკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, პავლო კირილენკოს ინფორმაციით, რაკეტები საცხოვრებელ კორპუსს და ადმინისტრაციულ შენობას დაეცა.

აგრესორების თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 2 ადამიანი, 6 კი დაშავდა.

"რუსებს არ შეუძლიათ სამართლიანი ომის წარმოება, ამიტომ აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას. აუცილებლად დაისჯებიან!", - წერს კირილენკო Facebook-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი