ნუ გავიწყდებათ, რომ დედაქალაქიდან 30 კილომეტრში რუსული ჯარი გიდგათ - მდინარაძე ჟურნალისტებს

გამოქვეყნდა:

ცივილიზებულ ქვეყნებს რომ ახსენებთ, თქვენ გავიწყდებათ ერთი რაღაც, ძალიან დიდი სურვილი შეიძლება ჰქონდეს კონკრეტულ ადამიანს, პოლიტიკოსს ან ხელისუფლებას რაღაცების კეთების, მაგრამ თქვენ არ დაგავიწყდეთ, ის ადამიანები, ვისზეც მიმითითებთ, არიან იმ ქვეყნის პოლიტიკოსები, რომლებიც ნატოს და ევროკავშირის წევრები არიან, თქვენ ხართ იმ ქვეყნის მოქალაქე, ჟურნალისტი და მე ვარ იმ ქვეყნის პოლიტიკოსი, რომლის 20 პროცენტიც დაპყრობილი აქვს რუსეთს, ოკუპანტ ქვეყანას და 30 კილომეტრში დედაქალაქიდან რუსული ჯარი გიდგათ. ნუ გავიწყდებათ ეს კონტექსტი, გაითვალისწინეთ, გირჩევთ.

უთხრა ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, რომელიც პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტის მიმართვასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის უარზე საუბრობდა. მანვე აღნიშნა, რომ ასეთი საკითხები "ოპოზიციის დასაყენებელი არ არის".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი