მათ აირჩიეს ისევ სირცხვილი, როდესაც გავრილოვს შეუძლია მიმართოს საქართველოს პარლამენტს და პრეზიდენტ ზელენსკის არა - დეკანოიძე ხელისუფლებაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ისევ სირცხვილი - ასე აფასებს ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ოცნების პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც პრეზიდენტ ზელენსკის უარი უთხრა საქართველოს პარლამენტისთვის მიმართვაზე.

ხატია დეკანოიძის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია თანახმა იყო ამ შეთავაზებაზე. როგორც დეკანოიძე ამბობს, ეს გადაწყვეტილება სხვა არაფერია თუ არა რუსეთის მხარეს დგომა. 

"თუ ვსაუბრობთ იმაზე რა უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ინტერესი, უნდა გვეჩვენებინა სოლიდარობა და ერთიანობა. პრეზიდენტი ადმინისტრაცია დიახ, თანახმა იყო რომ პრეზიდენტი ზელენსკი  ჩართულიყო საქართველოს პარლამენტში. მე ღიად მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს კონსულტაციებისთვის, მოგვასწრებინა ფორმალური მხარე პროცედურულად, თუმცა სამწუხაროდ მათ აირჩიეს ისევ სირცხვილი - როდესაც გავრილოვს შეუძლია მიმართოს საქართველოს პარლამენტს და პრეზიდენტ ზელენსკის არ შეუძლია მიმართოს პარლამენტს" განაცხადა დეკანოიძემ.

არც კი განვიხილავთ - ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის შეთავაზებას, მიემართა საქართველოს პარლამენტისთვის დან ქართველი ხალხისთვის ვოლოდიმირ ზელენსკის 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი