ის, რასაც მოლაპარაკებებზე რუსული მხარე ავრცელებს, მხოლოდ მათ მიერ მოთხოვნილი და გაჟღერებული პოზიციებია - წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.
მისი თქმით, უკრაინის პოზიციები მოლაპარაკებების პირველი დღიდან უცვლელია და რუსეთის მცდელობები მხოლოდ დაძაბულობის პროვოცირებას ისახავს მიზნად.
"მოლაპარაკების სტატუსი. რუსული მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები, მხოლოდ მათ მიერ მოთხოვნილი პოზიციებია. ყველა განცხადება მიზნად ისახავს,სხვა საკითხებთან ერთად, მედიაში დაძაბულობის პროვოცირებას. ჩვენი პოზიციები უცვლელია: ცეცხლის შეწყვეტა, ჯარების გაყვანა და უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები კონკრეტული ფორმულებით",- წერს პოდოლიაკი.