ოკუპანტები მარიუპოლში, "აზოვსტალის" მეტალურგიული ქარხნის დაკავებას ცდილობენ, ბრძოლა გრძელდება - უკრაინის შსს

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტები მარიუპოლში, "აზოვსტალის" მეტალურგიული ქარხნის დაკავებას ცდილობენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

შს მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ შაბათს დილით უკრაინული არხების ერთობლივი სატელევიზიო გადაცემისას განაცხადა, რომ ახლა მარიუპოლში ბრძოლები აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიისთვის მიმდინარეობს.

BBC წერს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია სხვა წყაროებიდან ჯერ არ ვრცელდება და ზოგადად ცნობები ალყაში მოქცეული და დანგრეული მარიუპოლიდან ძალიან მწირია.

ცნობისთვის, აზოვსტალი არის რკინისა და ფოლადის გადამამუშავებელი უზარმაზარი მეტალურგიული ქარხანა, რომელიც მდებარეობს მარიუპოლის მარცხენა სანაპიროზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი